logo
ENG



უკრაინის სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ სააკაშვილთან არ შეუშვეს

01 დეკ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock 376

უკრაინის სახალხო დამცველის წარმომადგენელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ამის შესახებ მან თბილისში, რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უკრაინის ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა ორგანიზაციისთვის მიმართვის მიუხედავად, მას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშილის მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა კლინიკაში არ ეძლევა.

"ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ქართულ მხარეს, გვქონოდა შესაძლებლობა რომ პირადად მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში, რომ შეგვეფასებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის გარემო, რომელშიც ის იმყოფება. ამავე საკითხზე, არაერთხელ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ქართულ დიასპორას უკრაინაში, თუმცა სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გვეძლევა საშუალება, რომ გავეცნოთ არსებულ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი კვლავ მეტად აქტუალურად რჩება და ჩვენი აპარატი აგრძელებს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს", - აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველის წარმომადგენელი.


close დახურვა