logo
ENG



ორბანი: მოლაპარაკების დაწყების ნაცვლად, EU-მა უკრაინას პარტნიორობა უნდა შესთავაზოს

01 დეკ 202315:35
3 წუთის საკითხავი
clock 332
2023/12/01/dp5kj1i3pn665wy.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, "გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ნაცვლად, ევროკავშირმა უკრაინას პარტნიორობა უნდა შესთავაზოს".

"თუ ჩვენ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება ამას [უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას], მაშინ მოლაპარაკებები არ უნდა დავიწყოთ... ასე რომ, მე წარმოვადგენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა ჯერ ხელი უნდა მოაწეროს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უკრაინასთან.

ეს შეთანხმება, შესაძლოა, 5-10 წლამდე გაგრძელდეს. მოდით, დავაახლოოთ ისინი, რადგან უფსკრული ახლა ძალიან დიდია. მოდით, მოგვეცით დრო, ერთად ვიმუშაოთ და როცა დავინახავთ, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა, მაშინ წამოვწიოთ წევრობის საკითხი", - თქვა უნგრეთის პრემიერმა.

მანამდე, ორბანმა თქვა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის "მზად არ არის". მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირისგან "სინათლის წლებითაა დაშორებული".


close დახურვა