logo
ENG



გარემოსდაცვითი დეპარტამენტი: "წითელ ნუსხაში" შეტანილ მურა დათვზე უკანონოდ ინადირეს

02 დეკ 202314:31
3 წუთის საკითხავი
clock 605
2023/12/02/8feck4pcbp7gup3.jpg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს.

მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია.

უწყების განცხადებით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


close დახურვა