logo
ENG



ფერეიდნელების მოქალაქეობა - შაბათის ფორმულა

02 დეკ 202321:00
3 წუთის საკითხავი
clock 248

ფერეიდნელი ქართველები - რომლებმაც ენა, ტრადიციები და საქართველოს სიყვარული ასწლეულების განმავლობაში შეინარჩუნეს. ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ეუბნება. ბევრი მათგანი, უკვე წლებია, საქართველოში ბინადრობის უფლების გარეშე ცხოვრობს. ფერეიდნელმა ქართველებმა, იუსტიციის სამინისტროს, არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყოველ ჯერზე, ქართული პასპორტის ან თუნდაც ბინადრობის უფლების მიღებაზე უარია - სუსი, ფართოდ უღებს კარს, რუსეთის მოქალაქეებს, ფერეიდნელებს კი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. დამატებით განმარტებებს არცერთი სახელმწიფო უწყება არ აკეთებს. რა საფრთხეებს შეიძლება უქმნიდნენ ქართულ სახელმწიფოს - ფერეიდნელი ქართველები ? ფაქტია რომ მათ, ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება, სახლში დაბრუნებას ჰგავს - ქართულმა ოცნებამ ბუნდოვანი მიზეზებით კარი დაუხურა.


close დახურვა