logo
ENG



ნეთანიაჰუ: ომს გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენს ყველა მიზანს არ მივაღწევთ

03 დეკ 202311:23
3 წუთის საკითხავი
clock 307
2023/12/03/289ahuddrpzp3bw.png

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათ ყველა მიზანს არ მიაღწევენ. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოგების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

"ჩვენ გავაგრძელებთ ამ ომს მანამ, სანამ ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ და ამ მიზნებს სახმელეთო მანევრირების გარეშე ვერ მივაღწევთ. გამარჯვების გარდა, ამ მიზნების მიღწევის სხვა გზა არ არსებობს და არ არსებობს გამარჯვების სხვა გზა, სახმელეთო ოპერაციების გარდა", - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ ისრაელის მიზანია ყველა მძევლის გათავისუფლება, ჰამასის განადგურება და ღაზაში "ტერორისტული რეჟიმის" შეჩერება.

დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 23 ნოემბერს ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო, თუმცა პარასკევს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.

ბოლო ცნობებით, ჰამასის ტყვეობაში 137 მძევალი რჩება - მათგან 115 კაცია, 20 ქალი, 2 კი ბავშვი. შეთანხმების ფარგლებში კი, 110 მძევალი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა. 


close დახურვა