logo
ENG



ჭიათურაში მაღაროელები მე-5 დღეა გაფიცულები არიან

05 დეკ 202310:25
3 წუთის საკითხავი
clock 368

ჭიათურაში მაღაროელები მე-5 დღეა გაფიცულები არიან. 1700-მდე მაღაროელი სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობის 12-საათიან გრაფიკზე გადასვლას და შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვენ.

სამი დღის წინ პირველი შეხვედრა "ჯორჯიან მანგანეზის " ადმინისტრაციასთან უშედეგოდ დასრულდა. შემდეგი შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ კომპანია მოთხოვნებს არ შეასრულებს მაღაროელები უფრო მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

"შეხვედრაზევე მიზანი და მიზანი არის, რომ დარკვეთის მაღარო გაჩერებულია და არის პროტესტის რეჟიმში იმ სამუშაო პირობების გაუარესების გამო, რაც აქ არის. თანამშრომლები ითხოვენ 12-საათიან ვახტურ სამუშაო რეჟიმზე გასვლას როგორც გრაფიკულად, ისე ხელფასების მხრივ. ეს ყველაფერი არის კომპანიაზე დამოკიდებული", - ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

"არავის არ გვინდა ამ კომპანიის ჩაძირვა, მაგრამ როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ იმუშავე მეტი და მიიღე ცოტა, ეს არალოგიკურია და არ დავეთანხმებით ამას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მაღაროელი დაიღლება, მაღაროელი არ დაიღლება", - განაცხადა პროტესტის მონაწილემ, გიორგი კუპატაძემ.


close დახურვა