logo
ENG



ვანში ევროპული საქართველოს წევრი არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს

07 დეკ 202318:48
3 წუთის საკითხავი
clock 1418
ვანში ევროპული საქართველოს წევრი არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს

ვანის მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

პარტიის წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განცადება გაავრცელა ევროპულმა საქართველომ.

"რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ ევროპული საქართველოს ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს"-ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა