logo
ENG



იტალიური ოპერა გაეროს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს

08 დეკ 202300:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/08/2xx7ap9vufy7046.jpg

იტალიური ოპერა გაეროს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს. იტალიური ოპერა ფლორენციაში, მედიჩების ოჯახის კარზე 1500-1600-იან წლებში ვითარდებოდა.

UNESCO-ს განცხადებით, სიაში შეიყვანა ოთხსაუკუნოვანი ხელოვნება, რომელიც მოიცავს კოსტიუმებს, დრამასა და მუსიკას.

"ეს არის ოფიციალური დადასტურება იმისა, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით: საოპერო სიმღერა მსოფლიო ბრწყინვალებაა", - განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა,

UNESCO-მ იტალიური ოპერა აღწერა, როგორც "სიმღერის ფიზიოლოგიურად კონტროლირებადი მღერა, რომელიც აძლიერებს ხმის ტარების ძალას აკუსტიკურ სივრცეებში, როგორიცაა ამფითეატრები და ეკლესიები".

პირველ გამოჩენილ საოპერო კომპოზიტორად მიიჩნევა იტალიელი კლაუდიო მონტევერდი, რომელიც 1567-1643 წლებში ცხოვრობდა.

დღეს იტალიაში დაახლოებით ოპერის 60 თეატრია - რაც მსოფლიო რეკორდია, ხოლო ოპერის იტალიელი მომღერლები ამ სფეროს საუკეთესო წარმომადგენლებად მიიჩნევიან.


close დახურვა