ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი ნოემბერში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86 %-ით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133 732 მგზავრმა ისარგებლა (2022 წლის ნოემბერი 71 746- მგზავრი). გარდა ამისა, ნოემბერში გაიზარდა ავიარეისების რაოდენობა. აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა (2022 წლის ნოემბერი 268 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1 514 280 მგზავრი გაატარა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება.
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.