![2023/12/08/o4jyfq7pbxp4qg4.jpg](/uploads_script3/articles/2023/12/08/o4jyfq7pbxp4qg4.jpg)
ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისსა და ერევანში დაჯდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, სომხეთში დაჯდა კატარის ავიახაზების რეისი დოჰა-თბილისი, ასევე რეისი, რომელიც სრულდებოდა ქუვეითიდან თბილისისკენ. ავიაკომპანია აზიმუტის რეისი მოსკოვი-თბილისი კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.