logo
ENG



ცხინვალში გატაცებული საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

08 დეკ 202320:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/08/4v561qx894ireh9.jpg

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ ე.წ. უშიშროების კომიტეტმა "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

დე ფაქტო უწყების მტკიცებით, დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ "სახელმწიფო საზღვარი განზრახ გადაკვეთეს". 

"საგამოძიებო ღონისძიებების დროს გამოვლინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო", - წერს დე ფაქტო უწყება. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი ოკუპანტებმა 24 ნოემბერს გაიტაცეს. კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული, ხვიჩა კორინთელი 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.


close დახურვა