logo
ENG



თბილისის მერია: ხარვეზის გამო, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება

09 დეკ 202319:28
3 წუთის საკითხავი
clock 1121
2023/12/09/sbbpymppkblx938.jpg

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის ელექტრონული სერვისები ხარვეზებით ფუნქციონირებს, რის გამოც, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება.

"ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება", - წერს მერია.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდებათ.


close დახურვა