გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირობას დებს, რომ უკრაინას ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს, რადგან ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებას ცდილობს.
შოლცი ამბობს, რომ მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გერმანიას მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. შოლცის თქმით, ომი უკრაინაში "სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში არ დასრულდება". სწორედ ამიტომ, კანცლერი მიიჩნევს, რომ გერმანიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს.
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსეთმა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ კონსენსუსი დაარღვია, მაშინ როდესაც 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა და მოსკოვს უნდა გააგებინონ, რომ "ევროპის საზღვრებს ძალით ვეღარ გადაიტანენ".
შოლცის თქმით, გერმანიამ უნდა გააკეთოს უფრო მეტი მათზე, ვინც "ყოყმანობს".
უკრაინას უკვე დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო იარაღი გადასცა - ის ამერიკის მერე, უკრაინის ყველაზე დიდ მხარდაჭერად მიიჩნევა დახმარების კუთხით.