logo
ENG



კირილი: ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ - ვილოცოთ პუტინისთვის

10 დეკ 202318:09
3 წუთის საკითხავი
clock 288
2023/12/10/k4hs86snugh73re.png

რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ რუსები ახლა "დალოცვილ დროში ცხოვრობენ".

ქადაგებისას, კირილმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყნიდან, "რომელიც რეალურად თავისუფალია".

"ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ნამდვილად თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ასეთი სულ 5 ქვეყანა დავთვალე, შეიძლება ოდნავ მეტი. ჩვენ რეალურად თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ღმერთს ამ ყველაფრისთვის უნდა ვუმადლოდეთ, უნდა ვილოცეთ ჩვენი სამშობლოსთვის, ვილოცეთ ჩვენი მთავარსარდლისთვის, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინისთვის - მართლმადიდებელი ადამიანისთვის, რომელიც მკაფიოდ იაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც მას ზემოდან [ღმერთმა] დააკისრა ჩვენი სამშობლოსთვის", - თქვა კირილმა.

მისივე თქმით, რუსები ასევე უნდა ლოცულობდნენ მათი სამხედროებისთვის, რომლებიც უკრაინაში საომრად არიან წასულები. კირილის აზრით, რუსები უკრაინაში იმისთვის იბრძვიან, რომ "რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირება არ იყოს".


close დახურვა