logo
ENG



ფონიჭალაში გატაცებულ არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

11 დეკ 202308:41
3 წუთის საკითხავი
 

ფონიჭალაში გატაცებულ 16-წლის არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა. შემთხვევა 9 დეკემბერს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო რამდენიმე თვის წინ დანიშნეს, თუმცა არასრულწლოვანს ოჯახის შექმნა არ უნდოდა. 16 წლის გოგოს ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს გეგმის განხორციელებაში დედაც ეხმარებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ოჯახთან ერთად ვლადიკავკაზში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 


close დახურვა