logo
ENG



NDI: მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

11 დეკ 202313:04
3 წუთის საკითხავი
 
NDI: მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
ვახო ქარელი/ფორმულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად  გადაუწყვეტელია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. NDI-ის კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 47% პასუხობს, რომ არც ერთი, 19% ამბობს, რომ ქართული ოცნება, 13% კითხვაზე არ პასუხობს, 6% ამბობს, რომ არ იცის, 4% ასახელებს ნაციონალურ მოძრაობას, 12% კი სხვა პარტიებს.

კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია.

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


close დახურვა