logo
ENG



თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა

28 დეკ 202316:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/28/yy7n2pt7k2tfs2v.png

თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა.

კომპლექსის მშენებლობას კენჭი  საკრებულოს სხდომაზე უყარეს.

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე ქართუ ფონდმა გაყიდა. 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

11 აგვისტოს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება" და დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა.

18 იანვარს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.

ამ ინფორმაციაზე პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე რეაბილიტაციის შემდეგ, ინფრასტრუქტურა და აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა მთლიანად შენარჩუნდებოდა.


close დახურვა