logo
ENG



უზენაესის უვადო მოსამართლე განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

29 დეკ 202315:16
3 წუთის საკითხავი
clock 605
2023/12/29/hfqn47wkj1lt493.jpg

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. წულაძე პარლამენტმა მოსამართლედ 2019 წელს აირჩია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველ მოადგილედ ალექსანდრე წულაძე დანიშნა.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.


close დახურვა