logo
ENG



"ჩემი საახალწლო სურვილი ახდა, საქართველო 2024 წელს სტატუსით ხვდება!" - ჰერჩინსკის მილოცვა

30 დეკ 202310:22
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საახალწლო ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ის ამბობს, რომ მისი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება.

"შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!

ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!", - აღნიშნა მან.


close დახურვა