logo
ENG



ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

13 იან 202414:19
3 წუთის საკითხავი
clock 353
2024/01/13/22dfve47u4wrm96.jpg

ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.


close დახურვა