logo
ENG



ცოლზე ძალადობისთვის ბრალდებულ ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანს გირაო შეუფარდეს

17 იან 202420:25
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსს ჯონი ქასრაშვილს, რომელსაც ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი, 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს.

როგორც ფორმულასთვის არის ცნობილი, მან ცოლზე აარასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა.

ოჯახის წევრები კამერებთან დეტალებს არ ყვებიან, თუმცა  პირად საუბრებში ამბობენ, რომ ფაქტი 2 დღის წინ მოხდა, პოლიცია კი სიდედრმა გამოიძახა. 

პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 


close დახურვა