logo
ENG



იტალიაში მკვლელობის საქმეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

22 იან 202409:07
3 წუთის საკითხავი
clock 1545
2024/01/22/9iqth9v2pogrqmu.png

იტალიაში მკვლელობის საქმეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქალაქ პიზაში 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ სამი ტუნისელი აიყვანეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პროკურატურის მოთხოვნით, ტუნისელ ახალგაზრდებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, დაკავებული ქართველი კი შინაპატიმრობაშია. 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდა პიზას ცენტრში 5 იანვარს მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ჩხუბი უძღოდა. მედიის განცხადებით, კიდევ ერთი ბრალდებული, 32 წლის ქართველი პოლიციამ მალევე დააკავა, საქმის ფარგლებში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეზე ძებნა იყო გამოცხადებული.


close დახურვა