თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ასაკოვანი კაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მოკლულის მეზობელია.
ფორმულას ცნობით, დაკავებულია შუახნის კაცი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.