logo
ENG



221-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაშავდა მოზარდი

02 თებ 202414:26
3 წუთის საკითხავი
clock 4130

ფორმულას ინფორმაციით, თბილისის 221-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა იჩხუბეს, რის შემდეგაც ერთმა მოსწავლემ დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ფორმულას ინფორმაციით, მასწავლებლებმა დაპირისპირების შესახებ იცოდნენ. მათ ერთ-ერთი მოსწავლე მანდატურთან ერთად სახლამდე გააცილეს, როდესაც მოზარდს ზურგიდან დაესხნენ თავს. გარდა ამისა, დაზიანებები მიიღო რამდენიმე მასწავლებელმაც, რომლებიც მოზარდების გაშველებას ცდილობდნენ. ამ ინფორმაციას უარყოფს დირექტორი და ამბობს, რომ მასწავლებლები არ დაშავებულან.

სკოლის დირექტორის, ეკა სააკაშვილის ცნობით, კლინიკაში მყოფი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"უბრალოდ მასწავლებლები აშველებდნენ, არანაირი დაშავება არ არის... ყველაფერს ვარკვევთ... ჩაერთნენ სკოლის მანდატურები, გადაეცა ეს ყველაფერი პატრულს და არკვევენ ისინი"- ამბობს სააკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.


close დახურვა