ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია ასაკოვანი ცოლ-ქმარი. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.