logo
ENG



ტრამპი NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით ემუქრება, თუ სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან

11 თებ 202415:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/11/xy3htqquot4yv5p.jpg

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით ემუქრება, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან. ამის შესახებ მან სამხრეთ კაროლინაში, წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა.

"NATO გაკოტრებული იყო, ვიდრე მე არ გამოვჩნდი. მე ვთქვი, ყველა გადაიხდის. მათ მითხრეს - თუ არ გადავიხდით, მაინც დაგვიცავთ? მე ვუპასუხე - არა. მათ კი არ დამიჯერეს", - თქვა ტრამპმა მომხრეების წინაშე გამოსვლისას.

ტრამპის თქმით, ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ლიდერს მან უთხრა, რომ წააქეზებდა რუსეთს, გაეკეთებინა ნებისმიერი რამ, თუკი ისინი არ გადაიხდიდნენ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას თეთრ სახლში გამოეხმაურნენ და ის შოკისმომგვრელად შეაფასეს.


close დახურვა