აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
კლინიკაში ყოფნის პერიოდში ოსტინი სამსახურეობრივი ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს. პენტაგონის თქმით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმირებულია თეთრი სახლი და კონგრესი.
გასული წლის ბოლოს, ოსტინმა პროსტატის კიბოს ოპერაცია გაიკეთა. ახალი წლის დღეებში პრეცედურასთან დაკავშირებული გართულებების გამო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოსტინი საავადმყოფოდან ბოლოს 15 იანვარს გაწერეს, რის შემდეგაც ის სახლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში მან უხელმძღვანელა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრას.