logo
ENG



ისრაელის პრეზიდენტი: არ გავჩერდებით, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება

12 თებ 202411:24
3 წუთის საკითხავი
clock 226
2024/02/12/gufts07itqs1h36.jpg

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ქვეყნის თავდაცვის ძალების მიერ ორი მძევლის გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.

"მივესალმები ყველას, ვინც ფერნანდო და ლუისი, გაბედული სამაშველო ოპერაციის წყალობით, სახლში დააბრუნა. გავაგრძელებთ ყველანაირად მოქმედებას, რათა ყველა მძევალი სახლში დაბრუნდეს", - ამბობს ისრაელის პრეზიდენტი.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მიერ გატაცებული 2 მძევალი გაათავისუფლეს. სამხედროების თქმით, სპეცოპერაცია ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რაფაჰში ჩატარდა.

გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისრაელის ცნობით, ღაზაში ამ დროისთვის, 130-მდე მძევალი იმყოფება.


close დახურვა