logo
ENG



იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

21 ივლ 202414:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/21/4v2niw50a3xzvsr.jpg

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მათი თქმით, სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ეილათია. 

დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ჰუსიტების მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა Arrow 3-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით გაანეიტრალეს.

Arrow 3-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლადაა შექმნილი, სანამ ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან. 

ეილათში სირენები ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ჩართეს.

 

 

 


close დახურვა