logo
ENG



106-ე დღეა, სოფელ ნამახვანში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

07 თებ 202114:23
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ნამახვანში ჰესის აშენებას კვლავ აპროტესტებენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქცია მასშტაბური იქნება - დემონსტრანტებს მთელი საქართველოდან ელოდებიან. 

ისინი რიონის ხეობიდან კომპანია ენკას გასვლას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ჰესის აშენება მთელ დასავლეთ საქართველოს შეუქმნის საფრთხეს. 

ისინი 2 თებერვალს აქციის დაშლას და ჰესის ტერიტორიაზე მათ მიერ დამაგრებული ჯვრის დემონტაჟსაც აპროტესტებენ. 

"105-ე ღამე გავათენეთ აქ წუხელ რიონის ხეობის მოსახლეობამ. ხვალ ველოდებით ხალხს მთელი საქართველოდან, სხვადასხვა კუთხეებიდან გვიერთდებიან. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ კომპანია ენკა არ დატოვებს ხეობას". - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

"ჩვენი ბრძოლის შედეგად, სახელმწიფომ სააშკარაოზე გამოტანა ის, რომ რიონის ხეობის 516 ჰექტარი 99 წლით არის გადაცემული თურქული კომპანია ენკასთვის. დაემატა მთავარი მოთხოვნა - დატოვოს ენკამ რიონის ხეობა და არ აშენდეს ამხელა კაშხალი". - თქვა სხვამ. 


close დახურვა