logo
ENG



"შემაძრწუნებელი და საშიშია" - ბაიდენი ტრამპის განცხადებაზე

12 თებ 202416:47
3 წუთის საკითხავი
clock 320
2024/02/12/s0dgjnm0mn5djpq.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელიც NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით დაემუქრა, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან.  

ტრამპის თქმით, ერთ–ერთი ქვეყნის ლიდერს მან უთხრა, რომ წააქეზებდა რუსეთს, გაეკეთებინა ნებისმიერი რამ, თუკი ისინი არ გადაიხდიდნენ. 

"დონალდ ტრამპის აღიარება, რომ აპირებს, მწვანე შუქი აუნთოს პუტინს, გააგრძელოს თავისი ომი და ძალადობა, გააგრძელოს სასტიკი თავდასხმა თავისუფალ უკრაინაზე და გაავრცელოს აგრესია პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, შემაძრწუნებელი და საშიშია", - ამბობს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის გაანადგურებს ამერიკის საგარეო ურთიერთობებს და აშშ-ის მტრებს გაამხნევებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება.

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები ყველას უსაფრთხოებას ანადგურებს. ტრამპის განცხადებას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ და ის შოკისმომგვრელად შეაფასეს.


close დახურვა