logo
ENG



იანვარში ქუთაისის აეროპორტით 151 939-მა მგზავრმა ისარგებლა

13 თებ 202416:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/13/76liicli2zu6g7y.jpg

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წლის იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა - იანვარში აეროპორტით 151 939-მა მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის იანვარში 85 338 მგზავრი იყო).

მათი ინფორმაციით, მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 66%-ით გაიზარდა და 486 რეისს მოემსახურა. (2023 წლის იანვარში იყო 293 რეისი).

ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.


close დახურვა