logo
ENG



ღარიბაშვილი: მთავარია, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე რომ, დაწყნარდით, ყველაფერი კარგადაა

15 თებ 202414:16
3 წუთის საკითხავი
 

"მთავარია, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე რომ, დაწყნარდით, ყველაფერი კარგადაა", - ასე პასუხობს ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი  ევროინტეგრაციის შესახებ დასმულ კითხვას. 

ღარიბაშვილი ოპოზიციას ესხმის თავს - "რადიკალურსა და ექსტრემისტულს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ისინი რეკომენდაციების შესრულებაში ჩართულები არ იყვნენ. გარდა ამისა, ღარიბაშვილი ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ "საბოტაჟსა და შეთქმულებაში" მონაწილეობაში ადანაშაულებს.

"მათ არ უნდოდათ, რომ მიეღო სახელმწიფოს სტატუსი იმ მარტივი, ილუზიური გათვლით, რომ რაღაცას მოახდენდნენ [...] ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ზედმიწევნით სწორად და დროულად შეასრულოს ეს 9 რეკომენდაცია, თუ 9 ნაბიჯი.

ყველაფერი ძალიან კარგად არის, მთავარი არის ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ასე რომ დაწყნარდით, ყველაფერი ძალიან კარგად არის", - ამბობს ღარიბაშვილი. 


close დახურვა