logo
ENG



ომის ორი წლისთავზე ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

24 თებ 202410:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/24/jfpata0fykdeow3.jpg

ომის დაწყებიდან ორი წლისთავზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.

"კიევში ვარ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავისა და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად. როგორც არასდროს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით - ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. სანამ ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდება", - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი.

ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ოკუპანტების ჯარი უკრაინაში შეიჭრა. ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზეც უკრაინა და შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ, პირველივე დღეებიდან მოექცა მსოფლიიოს ყურადღების ცენტრში. 2 წლის თავზეც, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებს და ცდილობს, წინ წაიწიოს ფრონტის ხაზზე, თუმცა პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინა მას ძლიერ წინააღმდეგობას უწევს. 

 


close დახურვა