logo
ENG



ჟდანოვის თქმით, ვინც გუნდს ნავალნის სიკდვილზე მიაწვდის ინფორმაციას, €100 000-ს მიიღებს

25 თებ 202412:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/25/coomlwvqeggqif8.jpg

ნავალნის გუნდი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის შესახებ ინფორმაციაზე €100 000-ს აწესებენ. ამის შესახებ ნავალნის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი წერს. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა. 

პოლიტიკოსი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპანავალნი 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია. 

მოგვიანებით, ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კოლონიის წარმომადგენლებმა "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დაუსახელეს. 

***

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია. 

 

 

 

 


close დახურვა