logo
ENG



ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა მოუგო

28 თებ 202415:31
3 წუთის საკითხავი
clock 1844
2024/02/28/p7y1y8f3ssqoopa.png

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ცნობით, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მაია პატარიძემ ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას, კულტურის სამინისტროსა და თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო.

მათი ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 2 000 ლარის ანაზღაურება.

"ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება", - აცხადებენ პროფკავშირში.

მათი თქმით, "ეს უკვე მე-15 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ". მათი თქმით, წინ კიდევ 70-მდე სარჩელია.


close დახურვა