logo
ENG



EECMD: პარლამენტს ემიგრანტების არჩევნებში ჩართვაზე ინიციატივის განხილვა ჯერაც არ დაუწყია

29 თებ 202414:19
3 წუთის საკითხავი
clock 275
2024/02/29/f5k97uqb472hff9.jpeg

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD)-ის განცხადებით, პარლამენტს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესახებ ინიციატივის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია.

მეტიც, ცენტრის ცნობით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა პარლამენტმა 60 დღით გაახაგრძლივა.

"მოგეხსენებათ, 860 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაშია, ხოლო მათგან გასულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 12 ათასმა შეძლო. ფაქტია, რომ ემიგრანტებისთვის არსებობს გადაულახავი ბარიერი და მათთვის საჭიროა პროცესების გამარტივება.

მიუხედავად კანონპროექტის მნიშვნელობისა, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუწყია ინიციატივის განხილვა და მეტიც, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა 60 დღით გაახანგრძლივა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, იმისათვის რომ გაიზარდოს არჩევნებში სხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა და განმტკიცდეს ნდობა არჩეული პარლამენტის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონპროექტი EECMD-მა ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკოსებთან ერთდ პარლამენტში 2023 წლის 21 ნოემბერს დაარეგისტრირა.

 

close დახურვა