logo
ENG



21 წლის ქალის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

29 თებ 202417:58
3 წუთის საკითხავი
clock 1171
2024/02/29/eawju2pnzc9cqh5.png

ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ოთარ ცინდელიანს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ, 28 თებერვალს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული ამავე დღეს ზუგდიდში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ..-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


close დახურვა