განათლების მინისტრის ბრძანებით, უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ზოგიერთი მიმართულების ბაკალავრი 3-წლიანი გახადონ, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი გახადონ.
ბრძანების თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ხოლო მაგისტრატურის პროგრამა - არანაკლებ 60-ს. ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.