logo
ENG



კანადის თავდაცვა: უკრაინაში ჯარის გაგზავნა მხოლოდ სამხედროების გასაწვრთნელად შეგვიძლია

01 მარ 202418:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/jz1rukbqnnf1sn9.jpg

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის განცხადებით, უკრაინაში ჯარის გაგზავნა მხოლოდ სამხედროების გასაწვრთნელად იქნება შესაძლებელი.

"ეს საკმაოდ ფრთხილად და შეზღუდულად უნდა გაკეთდეს. არ მსურს, რომ კანადის შეიარაღებული ძალების პერსონალი დავაყენო საბრძოლო ოპერაციებთან ახლოს, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ საკუთარ თავზე ვიღებთ საბრძოლო როლის რომელიმე კომპონენტს", - ამბობს ბილერი.

27 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ამის შესახებ მან პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის მიმართ დახმარებაზე საუბრობდნენ.


close დახურვა