logo
ENG



დაწინაურდება თუ არა თალაკვაძე?

01 მარ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 

მინისტრთა კაბინეტიდან ღარიბაშვილის კადრი გაუშვეს. თანამდებობა დაატოვებინეს ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ამ პოსტზე ყოფილმა პრემიერმა დანიშნა. აზარაშვილი კობახიძის წინამორბედმა თავდაცვის სამინისტროდან წამოიყვანა. კობახიძემ აზარაშვილის გათავისუფლების მიზეზად მართვის პრობლემები დაასახელა, მაგალითად კი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან არასწორი კომუნიკაცია მოიყვანა. აზარაშვილის შემცვლელად არჩილ თალაკვაძე მოიაზრება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

 


close დახურვა