logo
ENG



ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ჩავიდა

03 მარ 202414:28
3 წუთის საკითხავი
clock 328
2024/03/03/pttt9uil94zvkif.jpg

ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ხუეი მოსკოვში ჩავიდა და უკრაინის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან მოლაპარაკებები გამართა.

"შეხვედრაზე ითქვა, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების ნებისმიერი განხილვა შეუძლებელია რუსეთის მონაწილეობისა და უსაფრთხოების სფეროში მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის თქმით, აღნიშნული ვიზიტი არის პეკინის ძალისხმევის ნაწილი, რათა მხარეები - რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტი გუშინ დაიწყო. მისი შემდეგი ვიზიტები დაგეგმილია კიევში, ვარშავაში, ბერლინში, პარიზსა და ბრიუსელში.


close დახურვა