ევროპარლამენტის პრესსამსახური რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე შეტანილი შესწორებების შესახებ ქართული ოცნების განცხადებებს ეხმაურება.
ფორმულასთან გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის ხედვები რეზოლუციაში ცხადადაა გამოხატული.
"ევროპარლამენტის ხედვები ცხადად არის გამოხატული მის რეზოლუციაში, რომელიც მოიცავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და რომლის შესახებაც ევროპარლამენტი წუხს" - ნათქვამია წერილში.
გუში, 4 მარტს ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა ლარს პატრიკ ბერგმა.
მან ფორმულას კითხვას უპასუხა, რომელიც ევროპარლამენტარების მიმართ ქართული ოცნების კრიტიკას ეხებოდა.
ის აცხადებს, რომ აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
ქართული ოცნების ლიდერებმა რეზოლუციას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილზეც იყო საუბარი "უსამართლო" უწოდეს და მოუწოდეს ევროპულ სტრუქტურებს, გაემიჯნონ ამ რეზოლუციას.
რეზოლუციის შესწორებას, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ 300-მდე ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. განსაკუთრებული აგრესია ქართული ოცნების წევრების მხრიდან ანა ფოტიგას მისამართით ისმოდა.