კაცი, რომელმაც გუშინ, 6 მარტს ყაზბეგის გამზირზე გაისროლა, ამბობს, რომ სანადირო თოფს წმენდდა და იარაღი შემთხვევით გაუვარდა. გიორგი იანტბელიძე ამ წუთებში გამომძიებელთა კითხვებს პასუხობს.
"მე არ ვარ დამნაშავე, თავს არ ვთვლი დამნაშავედ, ჩემი ფეხით მაგიტომ მოვედი. გაწმენდის დროს მოხდა ეგეთი ინციდენტი, რომ კი, გამივარდა, მაგრამ ჩემი ვაზნა არ იყო ქალბატონი ელისოს მეგობრის ფეხებთან დავარდნილი", - ამბობს აინტბელიძე.
გუშინ Cnews-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის გამზირზე მისი მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა იყო, რაც მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ჟურნალისტის თქმით, მეგობართან ერთად იყო, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი შენიშნა პირი, რომელიც მათ საეჭვოდ ათვალიერებდა. კილაძემ გაიხსენა, რომ გასროლა მაშინ მოხდა, როცა თავად სალონში შევიდა, ტყვია კი მისი მეგობრის ფეხებთან დავარდა.
