logo
ENG



რუსეთი ლიეტუვას რუსულნომრიანი მანქანების ჩამორთმევის შემთხვევაში "პასუხით" ემუქრება

07 მარ 202413:35
3 წუთის საკითხავი
clock 243
2024/03/07/lbc04cvd22rc5xm.jpg

რუსეთი ლიეტუვას რუსულნომრიანი მანქანების ჩამორთმევის შემთხვევაში "პასუხით" ემუქრება და გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს. 

"ვილნიუსის ეს გადაწყვეტილება თუ განხორციელდება, შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო დონეზე შესრულებული უხეში ძარცვის აქტი. ასეთი დისკრიმინაციული ქმედებები, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩება", - წერია განცხადებაში. 

კანონი, რომელიც ლიეტუვაში 11 მარტს უნდა ამოქმედდეს, რუსულნომრიანი ავტომობილების მფლობელებს მანქანების ხელახალ რეგისტრაციას ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩამოერთმევათ.  

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს, ისარგებლონ დარჩენილი დღეებით, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები", - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

 

close დახურვა