logo
ENG



წალენჯიხაში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ბანერს წითელი საღებავი შეასხეს

10 მარ 202414:43
3 წუთის საკითხავი
clock 492
2024/03/10/d3mt8z03u81ppj9.jpg

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან ქართული ოცნება და მმართველი გუნდის მიერ წახალისებული ჯგუფები დგანან.

"ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქართული ოცნებისთვის ეგზისტენციალური, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ ომში უკრაინის დამარცხება და ის ახალისებს ჯგუფებს, რომლებიც ქალაქებში, ქუჩებში ამ უღირსი მეთოდებით ებრძვიან თავისუფლების იდეას.

მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს. უღირსი მეთოდებით საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრება, რომ მათ თავისუფლებას შეაქციონ ზურგი, ქართულ ოცნებას არ გამოუვა", - აცხადებს ხარჩილავა.

ქართველი ჯარისკაცი ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღემდე იბრძვის. ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ხვალ აქცია დააანონსა.


close დახურვა