logo
ENG



ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის საქმეზე 2 ადამიანი დამნაშავედ ცნეს, მათ 12-12 წელი მიესაჯათ

13 მარ 202412:11
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი ადამიანის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს - მათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ერთი მათგანი აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, მეორე კი ყოფილი სპეცრაზმელია.

ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ რვა ადამიანს აქვს წარდგენილი. 

სერჟანტი როინ შავაძე, წინა ხელისუფლების გამოძიების ცნობით, ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულმა 2008 წლის 16 აგვისტოს თბილისში გადმოყვანის დროს გაქცევა სცადა, რა დროსაც ის მოკლეს.

2020 წელს სტრასბურგის სასამართლომ შავაძის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.


close დახურვა