logo
ENG



შშმ პირი მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

14 მარ 202414:34
3 წუთის საკითხავი
clock 360

თელავის რაიონულმა სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს, საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამასთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანა რამდენჯერმე დაარტყა. დაზარალებული მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სსსსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის ე, კ და პ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის) წარედგინა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.


close დახურვა