პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ, მაიკ ჯონსონს სოციალურ ქსელში მიმართავს და ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის ფონზე, უკრაინის დასახმარებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
"შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ, კიდევ რამდენი მაგალითი დაგჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?", - წერს ტუსკი X-ზე.
მიმართვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა რუსების მიერ ოდესაზე მიტანილი დამანგრეველი იერიშის შემდეგ გამოაქვეყნა. ოკუპანტების თავდასხმას ჯამში 21 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჯონსონი დათანხმდა უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების განბლოკვას, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებების ხარჯზე - ეს იქნება წარმომადგენელთა პალატის პროექტი და გაცემული იქნება სესხის სახით.