ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს, რომ 210 მილიარდ ევრომდე რუსული სახსრები დარჩება ევროკავშირის ტერიტორიაზე მანამ, სანამ "რუსეთი სრულად არ გადაუხდის უკრაინას რეპარაციებს მიყენებული ზიანისთვის."
"ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას იქამდე, სანამ ის სერიოზულად არ მიუდგება მოლაპარაკებებს.
მომავალი კვირის ევროპული საბჭოს სხდომა გადამწყვეტი იქნება მომდევნო წლებში უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად", - წერს კალასი.
